შალვა პაპუაშვილი - „გირჩი“ ექსტრემისტული ჯგუფია, რომელმაც მანდატი დაყარა, პარლამენტიდან გავიდა და დაკავებულია რადიკალიზაციით, არ აღიარებს არც სისტემას, არც კანონებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ძალადობა არა თუ დასაგმობია, არამედ, დასჯადია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის თსუ-ში მომხარ შემთხვევაზე რეაქცია ჰქონდა.

„რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, სამწუხაროდ, ძალადობრივი ფაქტები ზოგადად, როგორც ჩანს, პოლიტიკური დისკუსიებისთვის უცხო არ არის ხოლმე. აქ ერთი რამ უნდა ითქვას, ძალადობა არა თუ დასაგმობია, არამედ დასჯადია, ყველა შემთხვევაში რეაქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო, სადაც მოძალადეები იდენტიფიცირებული იყო და მათი დაკავება მოხდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხოეთიდან ისეთი ღონისძიების დაფინანსება არ უნდა ხდებოდეს, სადაც ძალადობის კულტივირება ხდება.

„მთავარი არის ერთი რამ - ჩვენ ძალადობა არა თუ უნდა დავგმოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ეს არის დასჯადი ქმედება და ეს ყველას უნდა ეხეოდეს. ჩვენ საზოგადოებაში პრობლემაა, რომ მოძალადეს ხედავენ თავის ოპონენტში და საკუთარ რიგებში არ ხედავენ. სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანმა ისტორიაში პირველად ხელი მოკიდა ცეცხლმოკიდებულ „მოლოტოვის კოქტეილს“, პოლიციელს ესროლა და ცეცხლი პოლიციელს წაუკიდა. ჩვენ დღემდე გვესმის ემპათია ამ აქტის მიმართ, აქციები იმართებოდა და მათ შორის, უცხოური დაფინანსების მქონე რადიკალური NGO-ების მიერ, ვგულისხმობ, „სირცხვილიას“ და ა.შ. აქციებზე პლაკატები ჰქონდათ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ „მე ვისროლეო“, „ეკუთვნოდაო“, „სასროლი იყო ეს მოლოტოვის კოქტეილიო“. წარმოგიდგენიათ ასეთი განცხადებები, რომელიც ახალისებს ძალადობას. საქმე იმაშია, რომ ძალადობის კულტივირება არ უნდა ხდებოდეს და მათ შორის, დაფინანსება ისეთი ღონისძიების არ უნდა ხდებოდეს, სადაც ძალადობის კულტივირება ხდება. ვგულისხმობ, იმ ღონისძიებებს, სადაც არასრულწლოვანებს იარაღის აწყობა-დაშლას ასწავლიან. ბავშვებს ასწავლიან იარაღის დაშლა-აწყობას. რა ჰქონიათ ეს სახალისო ტრენინგი არის? თუ ეს არის ნაწილი პროპაგანდისა, რომლითაც ახალგაზრდებს იარაღს აჩვევენ, რომლებიც, რა თქმა უნდა, უფრო იმპულსურები არიან, ვიდრე სრულწლოვანები. აჩვევენ იარაღს იმიტომ, რომ საქმე საქმეზე, რომ მიდგება, როგორც ვიღაცამ „მოლოტოვის კოქტეილს“ ხელი მოკიდა და გაისროლა, ასე მოკიდებს შემდეგ ვიღაც ხელს, იარაღს შეაჩეჩებს და გაისვრის. ეს არის მთავარი, ასეთი ღონისძიებები უცხოეთიდან ფინანსდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ოფიციალურად ექსტრემისტული ჯგუფია, რომელმაც მანდატი დაყარა, პარლამენტიდან გავიდა და ახლა რადიკალიზაციით არის დაკავებული.

„ასე ხდება ძალადობის კულტივირება, როდესაც უცხოური დაფინანსებით, იარაღის დაშლა, აწყობა, მოპყრობა და გაუცხოების მოხსნა ხდება, როდესაც ამ სემინარებზე ძალადობრივ რევოლუციებზეა საუბარი, თავს თუ დავიბრმავებთ შეიძლება, მაგრამ ამას თვალი უნდა გავუსწროთ. „გირჩი“ ოფიციალურად არის ექსტრემისტული ჯგუფი, რომელმაც მანდატი დაყარა, პარლამენტიდან გავიდა და დაკავებულია რადიკალიზაციით, არ აღიარებს არაფერს, არც სისტემას და არც კანონებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო