მარინე გვიანიძე - აჭარა ტურისტულ სეზონს ვიზიტორთა  სიმრავლითა და სიახლეებით ხვდება

საინტერესო, შთამბეჭდავი და ყოვლისმომცველი, - ასე შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანგარიში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, თინათინ ზოიძე, კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის საქმიანობის ანგარიშითა და მიმდინარე ტურისტული სეზონის შესახებ ინფორმაციით წარსდგა.

მომხსენებლის განცხადებით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა რეგიონში პოსტპანდემიური და გლობალური გამოწვევების ფონზე უპრეცედენტოა.

„პრიორიტეტების, შესაბამისი სერვისების, პროდუქტების, ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, თინათინ ზოიძემ, საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

სხდომაზე მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს შექმნას, რომელიც ამ ეტაპზე, „ტურიზმის შესახებ“ კანონის ახალ პროექტზე იმუშავებს. 12-წევრიან საბჭოში, კომიტეტის წევრებთან ერთად, ტურიზმის სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები ერთიანდებიან. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა საკონსულტაციო საბჭოს დებულება და მისი შემადგენლობა. სხდომის დასრულების შემდეგ, გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ამავე საბჭოს თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა“,-აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო