თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები რომ შესრულებული არაა, ამას ამბობს უკვე ევროკომისია და არა ოპოზიცია ან რომელიმე პოლიტიკოსი - ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკომისია საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან შესრულებულად მხოლოდ 3- ს მიიჩნევს.

ბოკუჩავას თქმით, ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, მედიათავისუფლებას, დეპოლარიზაციას, შესრულებული არ არის.

"დღევანდელ განხილვაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ ასრულებს 12 რეკომენდაციას. არც ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ეხება დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, მედიათავისუფლებას, დეპოლარიზაციას, არ არის შესრულებული. ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა ომბუდსმენს, ქალთა მიმართ ძალადობას და სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, მაგრამ ის ძირეული რეფორმები, რაც უნდა განხორციელებულიყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შესრულდეს, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღემდე შესრულებული არ არის. ამას ამბობს დღეს უკვე თავად ევროკომისია, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არა ოპოზიცია ან რომელიმე პოლიტიკოსი. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს ახდენს," - განაცხადა ბოკუჩავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო