ილია დარჩიაშვილი შონ ო'ფარელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის (დოილი) თავმჯდომარეს შონ ო'ფარელს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის (დოილი) თავმჯდომარეს შონ ო'ფარელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ საქართველოს და ირლანდიას შორის ურთიერთობებში მზარდ დინამიკას და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ხაზი გაესვა ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს როლს საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით. ილია დარჩიაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა ირლანდიის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების პრაქტიკა და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

საუბრისას, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან პოლიტიკური და სექტორული დაახლოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის მოლოდინებზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ირლანდია შემდგომშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება. დოილის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დუბლინი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა. შონ ო'ფარელის განცხადებით, ირლანდია კვლავ გააგრძელებს პატარა ქვეყნების ინტერესების დაცვას ევროკავშირის მასშტაბით.

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც მკვეთრად დამძიმდა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე. ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალობის შენარჩუნების მხრივ პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროება და ამ კუთხით, ირლანდიის შეუქცევადი მხარდაჭერის მნიშვნელობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის