საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენელს ქვეყნის პოლიტიკური, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ პროდუქტიულ თანამშრომლობასა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან როლსა და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში თურქეთის წვლილს.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. ამ კონტექსტში აღინიშნა თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით ქვეყნებს შორის თავსებადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვან სამმხრივ სწავლებებზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან კიბერუსაფრთხოების ფორუმსაც დაესწრო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება