ლევან დავითაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო'ფარელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოსა და ირლანდიას შორის სექტორული თანამშრომლობა გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის ტურიზმის სექტორში. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის შესამჩნევად გააქტიურდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, რასაც ხელი შეუწყო საქართველო-ირლანდიის ბიზნესსაბჭოს ჩამოყალიბებამ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის მისასალმებელია საქართველოში ირლანდიიდან ინვესტიციების შემოდინება და ირლანდიური ბიზნესების ოპერირება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში ირლანდიიდან შემოსული ინვესტიციები გაიზარდა და 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

როგორც შონ ო'ფარელმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ის შედეგები, რომელსაც საქართველომ და ირლანდიამ წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიაღწია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და აღინიშნა, რომ ორივე მხარე მზაობას გამოთქვამს, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სექტორში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს