პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიზანი სახელმწიფო პენსიის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული რეგულაციების საჭიროების შეფასებაა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის წინა სხდომაზე მოქალაქემ დეპუტატებს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას ეხებოდა.

საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო პენსიის შეჩერებასთან (პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა) და შეწყვეტასთან (პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ) დაკავშირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონით განსაზღვრული რეგულაციები კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას ეწინააღმდეგებოდა და კანონში ცვლილებების განხორციელებას ითხოვდა.

„ამ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა სახელმწიფო პენსიის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული რეგულაციების საჭიროების შეფასების და ამ მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხები", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

სამუშაო ჯგუფს კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება