გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიონი, ორხევი. ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, აბონენტებს სოფლებში: ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი, ბოჭორმა.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.