შალვა პაპუაშვილი - ხედვამ, რომ „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“ დიდად დააზიანა ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლად იქცნენ

ხედვამ, რომ „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“ დიდად დააზიანა ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლად იქცნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს.

შალვა პაპუაშვილი წერილში ვრცლად საუბრობს იმ მიდგომების შესახებ, თუ რატომ არ უნდა დააყენოს საქართველოსთან ურთიერთობებში დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა.

მისი თქმით, სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში სრულიად არაფრისმომცემია.

,,სააკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ყოფილმა საჯარო მოხელემ, ახლახანს, ქართულ პოლიტიკაში „დაბრუნების“ შესახებ განაცხადა. ეს დრამატული განცხადება გააკეთა ბრალდებების ფონზე, რომ ის ბოლო თვეებში „სასიკვდილო სარეცელზე“ იწვა. დავიწყოთ იმით, რომ ის არასდროს ყოფილა სერიოზულად ავად და არც არასდროს დაუტოვებია ქართული პოლიტიკა. ასევე, მისი „დაბრუნება“ სრულიად არაფრისმომცემია. თუმცა, ამ მარტივი ჭეშმარიტებების გარდა, ეს პოლიტიკური ნაბიჯი ქართული პოლიტიკის ერთი დიდი პრობლემის მანიშნებელია: ტყუილების მასშტაბისა, რაც შემდგომში გადაიზრდება ხოლმე ქართული დემოკრატიის „უკუსვლის“ შესახებ აღქმებში,’’ - წერს შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა