თორნიკე რიჟვაძე - სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჩვენი კოლეგის, თეა ვადაჭკორიას ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს, საცხოვრებელი სახლი გადაეცემა

აჭარის მთავრობამ ტრაგიკულად გარდაცვლილი თეა ვადაჭკორიას ოჯახს ბინა გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„ჩვენ ყველა შეგვძვრა ტრაგედიამ, რომელმაც დაგვაკარგვინა ძალიან ღირსეული კოლეგა, აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქალბატონი თეა ვადაჭკორია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ჩვენს კოლეგას, მის ოჯახს, მცირეწლოვან შვილებს, გადაეცეს საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი სახლი”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

თეა ვადაჭკორია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. თეა ვადაჭკორია ტრაგიკულად გარდაიცვალა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში