ირაკლი ნადირაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე - მან უბრალოდ გადადო თავისი სიცოცხლე საქართველოსთვის და პოლიტიკაში დაბრუნება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე. მან უბრალოდ გადადო თავისი სიცოცხლე საქართველოსთვის და პოლიტიკაში დაბრუნება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების შესახებ უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

„თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იყო როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ რატომ არ შემოუშვეს ევროკავშირის სპეციალური სამედიცინო მისია, პოლონელი ექსპერტები და ექიმებით დაკომპლექტებული? მიზეზი იყო ერთადერთი რამ, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე. ის, რომ ადამიანმა თქვა ჩავერთვები პოლიტიკაში არ ნიშნავს იმას, რომ ის არის კარგად, უბრალოდ მან გადადო თავისი სიცოცხლე.

მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი, რეალურად სოლიდარული მის მიმართ ბევრად მეტია იმიტომ, რომ ეს ადამიანები ხედავდნენ წლების განმავლობაში რა კეთდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს, რომ ჭაობიდან ამოიყვანა ქვეყანა და ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა. დანარჩენი რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ ამას გავიგებთ ძალიან მალე, მათ შორის მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში იტყვის თავისი გეგმების შესახებ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება