ბორჯომის მერია - ბორჯომში, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელის, რევაზ ლაშხის სახელობის ტურნირი გაიმართა

ბორჯომში, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელის, ბორჯომელი რევაზ ლაშხის სახელობის ტურნირი გაიმართა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში შეჯიბრება ბორჯომის ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 2007-2008 და 2009-2011 წლამდე დაბადებულმა 300-მდე სპორტსმენმა მიიღო. 28 წონით კატეგორიაში საქართველოს ყველა რეგიონის გუნდები ეჯიბრებოდნენ.

ინფორმაციის თანახმად, გამარჯვებული სპორტსმენები ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფერაძემ, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა შალვა გოგოლაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში