აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეს საქართველოს პარლამენტის "მადლობის სიგელი" გადაეცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნაში შეტანილი წვლილისა და პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობისთვის, საქართველოს პარლამენტის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა/რ უმაღლესის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიგელი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ამავე კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაია ბითაძემ გადასცა.

„საქართველოს პარლამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა: „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 20 სექტემბერს მიიღო.

საკანონმდებლო პაკეტი მაჭახელას ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს