გრიგოლ გეგელია - ევროკომისიის დასკვნა საგარეო პოლიტიკის კრახია

ევროპულმა კომისიამ საბოლოოდ ახადა ფარდა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, რეკომენდაციების მხოლოდ მეოთხედია შესრულებული, რაც საბოლოო დასკვნამდე რამდენიმე თვით ადრე, კატასტროფული მაჩვენებელია.

„მაშინ, როდესაც ცრუპენტელა მთავრობა ქართველ ხალხს ატყუებს, რომ ყველა რეფორმა შესრულებულია, ევროკომისიამ განაცხადა, რომ რეფორმების მხოლოდ ერთი მეოთხედია შესრულებული. საბოლოო დასკვნამდე რამდენიმე თვით ადრე, ეს კატასტროფული მაჩვენებელია.

ევროკომისიამ, რომელმაც საქართველოს მოსწრება უნდა შეაფასოს, ღიად განაცხადა რომ არცერთი კრიტიკული მიმართულებით არ შესრულებულა რეფორმები. რასაკვირველია, ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს აუცილებელი და ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, დეოლიგარქიზაციის სისტემური რეფორმები, მედიის თავისუფლება, რომლითაც არ შეინიშნება არავითარი რეალური წინსვლა. ევროკომიის ოთხრშრიანი შეფასების სისტემიდან, სამის გარდა ყველა მიმართულებით მხოლოდ „გარკვეული პროგრესი", ან „შეზღუდული პროგესი" შეინიშნება, მაგრამ არცერთში არ არის თუნდაც „კარგი პროგრესი".

ჩვენი ევროპელი პარტნიორები გამორჩეულად წუხან პოლიტიკურ მართლმასჯულებაზე, ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ თავდასხმებზე, სისტემური რეფორმების არარსებობაზე. განსაკუთრებული წუხილის კიდევ ერთი საგანია ის გარემოება, რომ ანტიკორუფციული მიმართულებით არათუ რეალური რეფორმა არ განხორციელებულა, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ დატოვა OECD ანტი-კორუციული ქსელი.

მიუხედავად ხელისუფლების მტრული საქციელისა და მოთხოვნების არშესრულებისა, დღეს ევროპულმა კომისიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპა მზადაა ითანამშრომლოს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან, მაგრამ საქართველოს წინსვლა ვერ მოხდება რეფორმების არშესრულების შემთხვევაში”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება