ხატია დეკანოიძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს, თუ მასზე იქნება თავდასხმა

ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს თუ მასზე იქნება თავდასხმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რა დროსაც ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის მისამართით შესაძლო, მოსალოდნელ აგრესიაზე.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება „ძალიან მნიშვნელოვანია“.

დეპუტატის განცხადებით, ყოველთვის სჯეროდა, რომ პრეზიდენტი მივიდოდა შეწყალების გადაწყვეტილებამდე, თუმცა ელოდებოდა, რომ ეს მოხდებოდა შემოდგომაზე.

„მე არ ველოდი ასე, ვფიქრობდი შემოდგომისკენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ შეიწყალებდა და ძალიან ბევრი კრიტიკაც დავიმსახურე ამასთან დაკავშირებით, „ტყუილად მოლოდინს ამყარებთ“ და ა.შ. .

ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც მართლაც უდანაშაულოა, არის თავისუფალი.

ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს თუ მასზე იქნება თავდასხმა. შემიძლია ვთქვა ეს ღიად, ძალიან ხმამაღლა, როგორც ქალმა დეპუტატმა და პოლიტიკოსმა, რომ ჩვენ დავიცავთ იმ უსამართლო თავდასხმისგან, რომელიც იქნება მასზე, ეს შემიძლია ვთქვა, ძალიან გულწრფელად, ღიად, ყოველგვარი ზედმეტი კეკლუცობის გარეშე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია