დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს, სწორედ ეს არის "ცალ ფეხზე დგომა"

ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს. სწორედ ეს არის "ცალ ფეხზე დგომა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოს პრეზიდნეტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისი შეფასებით, „პრეზიდენტი ისე იწყალებს პატიმარს, განმარტებებს არ აკეთებს, რადგან სათქმელს ვერ ამბობს“.

„ თუმცა, მისი განმარტებები არც არის საჭირო. ცხადია, ქვეყანას წაუკითხავად აპროტესტებინებენ კანონს და განმარტებების გარეშე ათავისუფლებინებენ პატიმრებს. სწორედ ეს არის "ცალ ფეხზე დგომა".

პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროც ამაზე მეტყველებს, რადგან ის, დასავლეთში ევროკომისრის გაკეთებულ განცხადებას დაემთხვა, რომლის რიტორიკაც უჩვეულოდ იყო შეცვლილი.

როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არც ევროკავშირშია მიღებული და არც პრეზიდენტის დამოუკიდებელი სურვილი მოვისმინეთ დღეს. თუმცა, ყველაფერ ცუდს თავისი კარგი მხარეც აქვს”, - წერს Facebook-ზე ხუნდაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ "ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება" და "იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება". ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია