ლევან ბეჟაშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - ბუნებრივია, მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ლოგიკური

ბუნებრივია, მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ლოგიკური იყო მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო არაკანონიერი, უსამართლო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, საქმე გაგრძელდებოდა სტრასბურგის სასამართლოში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი, სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

„ბუნებრივია, მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ლოგიკური იყო მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო არაკანონიერი უსამართლო გადაწყვეტილება და ბუნებრივია საქმე გაგრძელდებოდა სტრასბურგის სასამართლოში, ერთადერთი სწორი, სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა, უნდა მოვუწონო მას ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარი ნაბიჯებით, ნახევარი ღონისძიებებით არ შემოვიფარგლოთ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ასევე პრეზიდენტმა მიიღოს კონსტიტუციური გადაწყვეტილებები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ჯერი არის, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პოლიტპატიმარი და ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებდა საქართველოს ევროკავშირთან.

„ქართული ოცნების“ პირობებში, ის მუქარები, რომლებსაც ახორციელებდნენ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნამდვილად ხელშესახები შეიძლება გახდეს, ისინი არ მოერიდებიან არაფერს, მაგრამ ნამდვილად, დღევანდელი გადაწყვეტილებით და შემდეგი გადაწყვეტილებებით პრეზიდენტი მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას და საზოგადოების დაცვის გარანტიებსაც“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო