წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ე.წ. „მაზანდარას უბანში“ ძლიერმა დინემბამ 50 - მეტრიანი კაპიტალური ხიდი წაიღო.

მისივე თქმით, უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.

“სტიქია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს უტევს. განსაკუთრებით, რთული ვითარებაა ქალაქში, რამდენიმე ხიდია წაღებული. კერძოდ კი, ე.წ. “ბეგის ტომბასთან” წაღებულია ხიდის დამბა. მდინარემ დატოვა არამხოლოდ კალაპოტი, არამედ, მთელი სანაპირო სივრცე და ასულია უკვე მოსახლეობამდე. ამ წუთებში, ჩვენ ვიმყოფებით მეორე ლოკაციაზე, მაზანდარაში, საშანოს უბანში, სადაც უმძიმესი ვითარებაა, მოვარდნილმა ნიაღვარმა წაიღო 50 - მეტრიანი კაპიტალური, ე.წ სამხედრო ხიდი. მოწყვეტილია უბნები ერთმანეთს, ჩაწყვეტილია გარეგანათების კაბელები და მთლიანად გათიშულია სისტემა”, - აცხადებს თამარ ბელქანია.

თამარ ბელქანიას თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დილიდან დაიწყება.

როგორც მან აღნიშნა, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ხარჩილავა ხელმძღვანელობს.

ადგილბრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ შტაბს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო