ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დელეგაციას კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე წყლის რესურსების მართვის საკითხებში შინ ჯინ სუ ხელმძღვანელობდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.მინისტრმა მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მთავრობას ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით კორეის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.საუბარი ასევე შეეხო დაცული ტერიტორიების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და წყლის მდგრადი მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.შინ ჯინ სუს განცხადებით, საქართველო კორეის რესპუბლიკისთვის სანდო და საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა, რაც თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.შეხვედრის ფარგლებში ქვეყანაში წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შინ ჯინ სუმ მოაწერეს.შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება