სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, პროექტის შესაბამისად, 5,5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა არსებული ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა მიერთებები და მოედნები.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული სოფლები უსაფრთხო და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში