გიგი წერეთელი - გვარამიას შეწყალება კარგი ნაბიჯია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თუმცა მთავარი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს

გვარამიას შეწყალება კარგი ნაბიჯია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თუმცა მთავარი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ კონკრეტულ მომენტში, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავლისთვის ნაბიჯებს უფრო შეეწყოს ხელი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მთავარი ამოცანა, მთავარი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, რადგან არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ტიპის რეკომენდაციების შესრულებას გააგრძელებს“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 16 მაისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება