ნინო ლაცაბიძე - რუსთავში 2023 წელი გამორჩეული იყო სპორტული წარმატებებით, უფრო მეტი შედეგების მისაღებად ჩვენ სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას ვიწყებთ

რუსთავის მერია, ქალაქში სპორტის განვითარების მიზნით, ახალ სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივის გაცნობის მიზნით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრებზე, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებზე ისაუბრა, ასევე ის პროექტები და ღონისძიებები გააცნოთ, რომელიც მერიის გუნდმა, რუსთავში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში ქალაქში განახორციელა.

,,რუსთავში 2023 წელი გამორჩეული იყო სპორტული წარმატებებით, ჩვენ უფრო მეტი შედეგების მისაღებად ვიწყებთ სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას. ჩვენ გვინდა სპორტის განვითარებაში მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული, რათა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იგრძნონ სპორტსმენებმა ჩვენგან. შევხვდით 300-მდე რუსთაველ მწვრთნელსა და სპორტსმენს, ვისაუბრეთ სამომავლო გემებზე, უკვე განხორციელებულ პროექტებზე, ასევე დავგეგმეთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც სპორტის განვითარების ახალ სტრატეგიაზე იმუშავებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ქალაქის ახალი განვითარების გეგმაში, სპორტის განვითარების ხელშეწყობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის კი აუცილებელია რეფორმის გატარება და სტრატეგიის შემუშავება, რომელზეც სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.

„რუსთავის მერმა მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ჯგუფის მუშაობაში ჩართვა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მათი აქტიური მონაწილეობა, რეკომენდაციებისა და ხედვების გაზიარება, მნიშვნელოვანი იქნება. 2023 წელს რუსთავს საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბის სულ 70 ჩემპიონი ჰყავს. გაიზარდა მწვრთნელების ხელფასები და გაორმაგდა წარმატებული სპორტსმენების სტიპენდიები. ქალაქის მასშტაბით გარემონტდა 5 სპორტული დარბაზი, მიმდინარეობს სკოლების სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია და ახალი შიდასაუბნო მოედნების მოწყობა. რუსთავში აშენდა ნიჩბოსნობის ახალი აკადემია, დასასრულს უახლოვდება სპორტის სასახლის მშენებლობა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის