სერგო ჩიხლაძე - სახელმწიფო დეპარტამენტიდან მთავარი გზავნილები არის, რომ აშშ არ დაუშვებს საქართველოს რუსიფიკაციას, არ დაუშვებს, რომ საქართველო დაშორდეს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრის განსახილველ თემებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და რეფორმების მნიშვნელობა წარმოადგენდა.

მისივე თქმით, ამერიკა, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და დასავლური პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას ისინი არ დაუშვებენ.

„მთავარი გზავნილები სახელმწიფო დეპარტამენტიდან არის, რომ აშშ არ დაუშვებს საქართველოს რუსიფიკაციას, არ დაუშვებს, რომ საქართველო დაშორდეს ევროკავშირს, ევროპასა და აშშ-ს და ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან რეფორმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე არავის უფლებას არ მისცემენ, მათ შორის, არც ქვეყნის შიგნით, რუსული ხელისუფლების გასაგონად მინდა ვთქვა და არც ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორი შეიცვალოს. პოლიტიკური ვექტორი იქნება აუცილებლად დასავლური, საქართველოში განხორციელდება დემოკრატიული რეფორმები. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მომავალ, 2024 წლის არჩევნებს, რომლის გაყალბების უფლებასაც არავინ მისცემს „ქართულ ოცნებას“. მთავარი, ისევ და ისევ, არის ის, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, დემოკრატიული ძალები და მოსახლოება, სამოქალაქო სექტორი, რომელსაც სრული მხარდაჭერა ექნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო