ქეთევან თურაზაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს. ევროპარლამენტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე ანგარიში მოისმინა.

„მოქალაქეების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ, მიმდინარე ომის შედეგებსა და გავლენებზე საქართველოზე, რეგიონსა და მსოფლიოზე.

„ანგარიშში სხვა მნიშვნელოვან მუხლებთან ერთად ორი საყურადღებო პუნქტია. ერთი ეხება აგრესორი რეჟიმის მიმართ სანქციების გადახედვის საკითხს, საუბარია სამართლებრივი ხარვეზების აღმოიფხვრის აუცილებლობაზე, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სანქციებს. ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა იმაზე მსჯელობასაც, რამდენად დიდ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ ვითარებაზე რუსეთის ფედერაციის აგრესია. ხაზგასმითაა აღნიშნული, აშკარა დაუცველობა რუსული სამხედრო საფრთხეების მიმართ, რადგან რუსული ძალები კვლავ არალეგალურად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის ომის შემდეგ, რაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანია ის დიდი თანადგომა და მხარდაჭერა, რაც ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ არის“, -აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

„სესიამ განიხილა როგორია საქართველოს ევროინტეგრაციის მზაობის საკითხი და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ეტაპები.

აღსანიშნავია, რომ სესიის ფარგლები საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა არაერთ განხილვაში მიიღო მონაწილეობა, ქეთევან თურაზაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის, აგრეთვე ევროსაბჭოს უმცირესობების კომიტეტის თავმჯდომარეს მარია მეზენცევას. იქიდან გამომდინარე, რომ უმცირესობების საკითხი საქართველოში აქტუალურია და მწვავედ დგას, მიმოიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას. ისაუბრეს საქართველოს და უკრაინის მეგობრობაზეც.

ევროპარლამენტში ქეთევან თურაზაშვილმა პირადად გაიცნო ბელორუსიდან დევნილი ოპოზიციონერი და უფლებადამცველი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელთანაც ლუკაშენკოს რეჟიმის დამაზიანებელი გავლენაზე ისაუბრეს, რაც დემოკრატიის განვითარებას უშლის ხელს.

საზაფხულო სესიის ფარგლებში კენჭი ეყარა რამდენიმე რეზოლუციას. პარტია მოქალაქეების დეპუტატმა, როგორც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მხარი დაუჭირა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის პოლიტიკური პასუხისმგებლობის რეზოლუციას, რომელშიც დეკლარირებულია, რომ ევროკავშირმა ყველა ღონე უნდა იხმაროს უკრაინის დახმარებისა და გაძლიერებისთვის.

ამასთან დოკუმენტის თანახმად უნდა დაწესდეს დამატებითი სანქციები და საერთაშორისო ანგარიშვალდებულება უნდა გავრცელდეს რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ მოკავშირეზე, კერძო სამხედრო კომპანიებზე, მათ შორის ისეთი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისა და მათი ლიდერების მიმართ, როგორიცაა რამზან კადიროვის სამხედრო ძალები და ვაგნერის ჯგუფი.

გარდა ამისა, რეზოლუციის თანახმად, რუსეთის სანქციების გვერდის ავლით დახმარება, უნდა მიიჩნეოდეს ისეთ გარემოებად, რომელიც ხელს უშლის მომავალ კანდიდატებს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია ეხება, ასევე საქართველოს საკითხსაც, და მასში მითითებულია, რომ ევროპის საბჭომ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. მითითებულია ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია განსაკუთრებულად აქტიურ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, რაც გულისხმობს ქვეყანაში დემოკრატიის დესტაბილიზაციისთვის. ასამბლეა განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რუსეთის მიერ დეზინფორმაციის, ენერგეტიკული შანტაჟის, ეკონომიკური ბერკეტების და დეზინფორმაციის ფართო და არაკეთილსინდისიერი დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობების გამო.

ქეთევან თურაზაშვილმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას რომელიც შეეხებოდა რუსი და ბელორუსი სპორტსმენების 2024 წლის საფრანგეთის ოლიმპიადაში და პარაოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხს, ევროკომისია მიიჩნევს, რომ სპორტსმენების მონაწილეობა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში განგრძობადი ომის პირობებში, გამოყენებული იქნება პოლიტიკური აგიტაციისთვის, რაც უარყოფითად აისახება სხვა სპორტსმენებზე, განსაკუთრებით უკრაინელ სპორტსმენებზე.

აგრეთვე ხმა მისცა რეზოლუციას, რომელიც ეხება 2020 წლის, 9 აგვისტოს, ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შემდგომ, ბელარუსიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნილი ადამიანების უფლებების დაცვას.

პარტია „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი საზაფხულო სესიის მუშაობის ფარგლებში, მონაწილეობს ისეთი მნიშვნელობის საკითხების განხილვაში, როგორიცაა მიგრაცია, მიგრანტების სოციალური ინკლუზია, აგრეთვე იმ არალეგალების ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, რომლებიც შრომით საქმიანობაში არიან ჩართულნი. საუბარია იმ ადამიანებზე რომლებიც ევროპაში ჩასულნი არიან სამუშაოდ არალეგალურად, რომელთა ჯანდაცვაზე ზრუნვისა და სოციალური დაცვის სიმყიფე, კოვიდ 19-ის პანდემიამ განსაკუთრებული მასშტაბით გამოავლინა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია 19 ივნისს დაიწყო და დღეს 23 ივნისს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა