შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების მდივნის მოადგილეს, ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ხელმძღვანელს ჯილ რაბის შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის კუთხით, საბაჟო დეპარტამენტის შესაძლებლობები განიხილეს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრეს. ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები.

უწყების ინფორმაციით, დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი პირები.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა, რადიოაქტიური მასალების გამოვლინების მიზნით, „სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით განთავსებული რადიაციული უსაფრთხოების დეტექტორები დაათვალიერეს და სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება