აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზაზე დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები ივლისში დაიწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, დაზიანებულ მონაკვეთზე, შემოსაზღვრულია ის ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, გზის ერთ ზოლზე კი გადაადგილება შესაძლებელია.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენისთვის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულდა და გზის აღდგენის სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყება.

პროექტირების ფარგლებში, მონაკვეთის სირთულიდან გამომდინარე, ჩატარდა გზის კომპლექსური შესწავლა და დამუშავდა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია.

დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოებით გადაიჭრება არსებული პრობლემები და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო გადაადგილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის