ფოთში, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მუსიკალური საღამო“ გაიმართება

ფოთში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მუსიკალური საღამო“ გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიება დღეს ჩატარდება.
„ცენტრალურ პარკში ამჟამად სამზადისი მიმდინარეობს, მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები. გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობა.
ღონისძიება, 19:00 საათზე დაიწყება და საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
ფოთში დღეს “ღამის შოუს” ბენდი იმღერებს”, - ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























