გრიგოლ გეგელია - მთავრობის უმოქმედობა კაპიტულანტური ფსიქოლოგიის დასტურია

რუსეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომელიც ერთდროულად რისკების წყაროცაა და უნიკალური შესაძლებლობების სივრცეც შეიძლება წარმოშვას, საქართველოს მთავრობა მორიგ ჯერზე უუნარობას და კაპიტულანტურ ფსიქოლოგიას ავლენს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ამ წუთებში ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად სხვადასხვა სცენარებს უნდა განიხილავდეს და რუსეთთან მიმოსვლა იზღუდებოდეს.

გეგელიას თქმითვე, აღნიშნულს „ლელო“ წელზე მეტია მოითხოვს.

„პრო-რუსი მთავრობა ტრადიციულად დუმს. რას აკეთებენ ამ დროს ჩვენზე მრავალჯერ უფრო ძლიერი და მდიდარი ქვეყნები? ესტონეთმა ცოტა ხნის წინ სასაზღვრო უსაფრთხოება გაზარდა, პოლონეთმა კი შეიარაღებული ძალები ყაზარმულზე გადაიყვანა. ორივე სახელმწიფო NATO-სა და ევროკავშირის წევრია. ორივე მრავალჯერ უფრო დაცული, ძლიერი და მდიდარია, ვიდრე საქართველო. ამის მიუხედავად, ისინი მოქმედებენ გონივრულ ფარგლებში თავისი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

ამასობაში, საქართველოს მთავრობას „საღათას ძილით“ სძინავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხელისუფლების კაპიტულანტურ ფსიქოლოგიას. ეს არც პრაგმატიზმია და არც „სტრატეგიული მოთმინება“. ეს არის ეროვნული ინტერესის სრული უგულებელყოფა და სახელმწიფოებრივი აზროვნების კრახი. პუტინის მაამებელი ხელისუფლება განაგრძობს სილაში თავის ჩარგვას კრემლის გასახარად.

თუმცა, სხვა არაფერი იყო მოსალოდნელი მავნებელი მთავრობისაგან, რომელმაც ომის პირველივე კვირაში მთელი ფსონი რუსეთზე გააკეთა“, - განაცხადა გეგელიამ, რომლის კომენტარსაც „ლელო“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება