ქუთაისის მერია - ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომშენებლის გამზირის ერთ მონაკვეთზე ( ბუკიას ქუჩის კვეთიდან ჩხობაძის ქუჩის კვეთამდე) ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია ფერადი ქვაფენილის დაგება, ბორდიურების, სანიაღვრეების და გამწვანების ზოლის მოწყობა. პროექტი 444 444 ლარის ღირებულებისაა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება ქუთაისის ჭადრაკის სასახლეში. შეიცვლება შენობის სახურავი, კარ-ფანჯრები, მოპირკეთდება ფასადი და განახლდება შიდა სივრცეები.

ეზოში გაკეთდება ღია საჭადრაკო მოედანი და გარე განათება. საჭადრაკო სახლის რეაბილიტაციისთვის 500 000 - მდე ლარია განსაზღვრული.

მიმდინარეობს "ნინოშვილის სკვერის" განახლება. სკვერში 1 250 756 ლარის სამუშაოები შესრულდება: რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევანს, საფეხმავლო ბილიკებს, მწვანე საფარს. სკვერში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ძელსკამები, დეკორატიული სანათები.

4 752 744 ლარი დაიხარჯება ზ. გამსახურდიას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. გზა დაიფარება ასფალტბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრეები, ბორდიურები და ტროტუარი.

ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამით“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა