სოფელ ტანძიაში „საბაობა 2023“ აღინიშნა

წელს დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 365 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში, სახალხო დღესასწაული „საბაობა 2023“ მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე ეკლესიაში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

„სახალხო დღესასწაულის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტს დასწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებზე შექმნილი ანიმაციური ფილმის პრემიერაც შედგა.

„საბაობა 2023“-ის ფარგლებში, ასევე მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, ეროვნული სამოსის გამოფენა-პერფორმანსი, სახალხო დღესასწაული კი ჯგუფი „შერეკილების" კონცერტით დასრულდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი ესწრებოდნენ.

„სოფელ ტანძიაში სახალხო დღესასწაული „საბაობა 2023“ აღვნიშნეთ. წელს საბას დაბადებიდან 365 წელი სრულდება და მოხარული ვარ, რომ ამ თარიღს ასე მასშტაბურად ვეხმიანებით. სულხან-საბა ორბელიანია ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და იდეოლოგიური რაკურსი. ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ, საბა იყო სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც შეეცადა ევროპაში ჩვენი ისტორიული და კულტურული ადგილი დაგვებრუნებინა. დღეს ჩვენ ერთგვარად საბას გზას გავდივართ და თანდათან ვიმკვიდრებთ ადგილს იმ სივრცეში, რომელიც ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ევროპასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სულხან-საბა ორბელიანი, როგორც საზოგადო მოღვაწე და შემოქმედი. გილოცავთ „საბაობას!“ ვისურვებდი არასდროს დაგვევიწყებინოს საბას იდეალები და თითოეულ ჩვენგანს მასავით გვეზრუნოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა