ირაკლი კობახიძე - რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია - თუ მეხუთე წელია ვერ შეიგნო მისი უფლებამოსილება, წარმოუდგენელია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და საზღვრების ჩაკეტვა „სისულელე იქნებოდა“.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მეხუთე წელს მაინც უნდა გაათვიცნობიეროს, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა“.

„რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა ლიდერი: „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“ და სხვები, ამ უბრალო სისულელეს ამბობდა, რაც დამტკიცდა, რომ სისულელე იყო. მსოფლიოში არავის არ მოუწვევია უსაფრთხოების საბჭო, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში წარიმართა.

პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს პრეზიდენტმა უკვე მეხუთე წელია მისი უფლებამოსილება, ეს არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა კობახიძე.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.

როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, საკითხები, რომელიც საბჭოზე უნდა განეხილათ, საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, ასევე საზღვარზე სანქცირებული პირების სიების გამოყენება უნდა ყოფილიყო.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება