ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეზღვაურებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა.

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საზღვაო სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეგიონის ახალგაზრდების მეტ ჩართულობას ამ მეტად საამაყო და საპასუხისმგებლო პროფესიის არჩევისას.

,,გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნება ჩვენს ქალაქში, ბათუმში. მეზღვაურის პროფესია არის მამაცი ადამიანების არჩევანი, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ყველას ოცნება გახლავთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს ფლოტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ. გავაგრძელებთ ამ მართლაც სტრატეგიული დარგის გაძლიერებას და მეზღვაურთა მხარდაჭერას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ჯილდოები გადასცეს შორეული ნაოსნობის მოქმედ და ყოფილ მეზღვაურებს. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები.

აჭარის მთავრობის ცნობით, საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართა საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით.

„ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები პროფესიულ დღეს მიულოცავენ მეზღვაურებს და საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს. სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასიმულაციო სივრცე გაიხსნა. გაიმართა სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის განახლებული სიმულატორის პრეზენტაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ