ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო - ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ.

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მამუკა ჯევაიში უმრავლესობის წევრებს “ხელვაჩაურის წყლის” მოქმედ და ყოფილი ხელმძღვანელების საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართავდა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ სხდომის დატოვება სთხოვა. მამუკა ჯევაიში დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„ხალხის აზრი საერთოდ არ აინტერესებთ, დამატოვებინეს დარბაზი, მათ განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურთ. კორუფციაში არიან ჩართული”,- აღნიშნა მამუკა ჯევაიშვმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ისინი სხდომის მიმდინარეობას ხელს უშლიან.

“არაფერზე არ ვაპირებ პასუხის გაცემას. დაიკავეთ პრესის ადგილი, მივმართავ შესაბამის სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში თქვენც გაგიყვანთ გარეთ”, - განუმარტა თენგიზ ირემაძემ მედიის წარმომადგენლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა