გარდაბნის მერია - ლევან ხაბეიშვილი გამიზნულად ცდილობს სოფელ მუღანლოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას

ლევან ხაბეიშვილი გამიზნულად ცდილობს სოფელ მუღანლოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ განცხადებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გარდაბნის მერიაში გამოეხმაურნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, თითქოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს არ მიეწოდება წყალი. როგორც მერიაში აღნიშნავენ, ეს ლევან ხაბეიშვილისა და მისი აქტივისტების მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის პირველი შემთხვევა არ არის.

„ლევან ხაბეიშვილი და მისი აქტივისტები გამიზნულად ახდენენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რაც პირველი შემთხვევა არ არის. არცერთი მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სოფელ მუღანლოსთან დაკავშირებით, არ შეესაბამება რეალობას! აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მოსახლეობასთან დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, სოფელ მუღანლოში 6 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც 6000-მდე ბენეფიციარი 24 -საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობს.

დამატებით გაცნობებთ, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე წელს სოფელ მუღანლოში დაიწყება საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და წლის ბოლომდე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაასრულებს 5 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას“,- ნათქვამია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა