კახა ოქრიაშვილი - საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„პრიგოჟინის ამბოხმა დაგვანახა, რომ დაახლოებით 10 000-კაციან არმიას როსტოვიდან მოსკოვამდე შეუძლია თითქმის 500 კილომეტრი ისე გაიაროს, არცერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს. ეს ნიშნავს, რომ პირადად პუტინის, რომელიც რუსეთს 23 წელიწადია შიშითა და ტყუილით მართავს და მისი რეჟიმის დაცვა არავინ სცადა. ეს ბუნებრივია - კორუფციაზე, ტყუილსა და შიშზე აგებულ ხელისუფლებას დამცველი არ ჰყავს!

სამწუხაროდ, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს. რატომ?! იმიტომ, რომ ასეთივე კორუმპირებული, შიშსა და ტყუილზე დაფუძნებული სისტემა ააგეს!

ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება“, -აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის