კახა კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ამ ქვეყნის მომავლის მტრები, არც თავიანთ თავს ეკუთვნიან და არც ამ ქვეყანას - ისინი არიან ჩვეულებრივი გავლენის აგენტები, ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს

ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ამ ქვეყნის მომავლის მტრები. პირველ რიგში, არც თავიანთ თავს ეკუთვნიან და არც ამ ქვეყანას. არიან ჩვეულებრივი გავლენის აგენტები, ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ევროპულ მომავალს პირდაპირ ეწინააღმდეგებიან.

"ეს ადამიანები არიან ამ ქვეყნის მომავლის მტრები. ეს ადამიანები პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. არანაირი დემოკრატიული ღირებულებები, არანაირი ფასეულობები არ გააჩნიათ. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. პირველ რიგში, არც თავიანთ თავს ეკუთვნიან და არც ამ ქვეყანას. არიან ჩვეულებრივი გავლენის აგენტები, ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბადებულმა, გაზრდილმა ადამიანმა, ვისაც შენი სამშობლო გიყვარს, შეეწინააღმდეგო შენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და თუნდაც სტატუსის მიღებას?" - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 12-ვე ევრორეკომენდაცია შესრულებული იქნება, რათა ქვეყანამ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"ყველას უნდა ჰქონდეს ბრაზი იმისა, რომ საქართველო იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს და ყველა უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ მივიღოთ ეს სტატუსი და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ - ხელისუფლება, ოპოზიცია და ამ დროს რა გამოდის? ოპოზიცია დარბის ბრიუსელში კაბინეტებში, რომ ხელი შეუშალონ აღნიშნულ პროცესს," - აღნიშნა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება