ხობის მერია - სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიაზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა და ხიდთან - ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიაზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა და ხიდთან - ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ მაისში განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

ინფრასტრუქტურული პროექტები მერიამ, მოსახლეობის წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით განახორციელა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა