ზუგდიდში, 30 ივნისს ველორბოლა გაიმართება

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, 30 ივნისს ზუგდიდში ველორბოლა გაიმართება. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ველორბოლა სტარტს აიღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);

ველორბოლაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია 29 ივნისის ჩათვლით ან მიმდინარე წლის 30 ივნისს გამოცხადდეთ რბოლის სტარტის ადგილზე, რბოლის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 წუთით ადრე. ხოლო ონლაინ დარეგისტრირებული მონაწილეები 30 ივნისს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (შ.რუსთაველის ქ N90) საკუთარი ველოსიპედით (ვლოსიპედების ტრანსოირტირებას ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულამდე უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია)

ველორბოლის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ჯილდოვდებიან:

I ადგილი 1000 ლარით

II ადგილი 800 ლარით

III ადგილი 600 ლარით

სარეგისტრაციო ფორმას თან ერთვის ველორბოლის დებულება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა