ირაკლი კობახიძე - ვინც, სალომე ზურაბიშვილს მიანიშნა, რომ ნიკა გვარამია შესაწყალებელი იყო, მას საქართველოში პოლარიზების გაღვივება სურს - ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი

ვინც, სალომე ზურაბიშვილს მიანიშნა, რომ ნიკა გვარამია შესაწყალებელი იყო, მას საქართველოში პოლარიზების გაღვივება სურს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. რატომ სურთ ამ ძალებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, თუმცა თავისთავად ეს არის ძალიან სამწუხარო ნიშანი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, კობახიძე ასე პასუხობს:

„გვარამიას დიდი რესურსი არ აქვს, უბრალოდ, პოლარიზაციას დამატებით შეუწყობს ხელს, ეს არის და ეს“.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა