ფოთმა საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა

ფოთმა საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა. ფოთის მერიის ცნობით, შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს და მეზობელი ქვეყნების 20 -ზე მეტმა პროფესიონალმა მრბოლელმა მიიღო.

„ზაფხულის ცხელ დღეებში, ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისთვის გასართობი აქტივობების დაგეგმვას. ორი დღის განმავლობაში ქვეყნის საუკეთესო დრიფტერებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, დაუვიწყარი სანახაობა მოუწყვეს მაყურებლებს. მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ სანახაობაზე დასასწრებად ქალაქს ბევრი ავტოსპორტის მოყვარული სტუმრობდა, რაც ადგილობრივ ეკონომიკაზე კარგ გავლენას ახდენს. წინ ბევრი სიახლე გველოდება“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეჯიბრში პირველი ადგილი ნოდო კოდუამ მოიპოვა, რომელიც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს