სოფელ ყვიბისში მამათა მონასტრის ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტრის ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე გზის 600-მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა.

„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს „არალი" განახორციელებს.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა