ფოთის პორტში ტალღმჭრელი მოლოს რეაბილიტაცია დასრულდა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 150 წლის 1850 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლოს რეკონსტრუქცია წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტალღმჭრელი მოლო არის ბარიერი, რომელიც პორტს იცავს ტალღების, დინების ზემოქმედებისგან და ქმნის უსაფრთხო და მშვიდ გარემოს ნავსაყუდელში.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის აპრილში დაიწყო და 2 წელი გაგრძელდა.

„ობიექტი დაპროექტდა და აშენდა მთის კლდოვანი მასებისა და საქართველოში წარმოებული 7200 ბეტონის ბლოკისგან. ტალღმჭრელი მოლოს რეაბილიტაცია ნაწილია იმ დიდი ინვესტიციისა, რომელსაც კომპანია პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დებს. პროექტის ღირებულება 25 მილიონი აშშ დოლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო