ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქალაქში რუსულენოვანი კაფე-ბარებისა და სალონების გახსნა გააპროტესტეს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბათუმში რუსულენოვანი კაფე-ბარებისა და სალონების გახსნა გააპროტესტეს.

ოპოზიციის წევრების თქმით, კანონის მიღმა სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეები იქმნება, რაც მიუღებელია.

„ქალაქის ხელისუფლებას კონკრეტული წვდომა არ აქვს, თუმცა მოქმედი სკოლა ექვემდებარება რემონტს. კატასტროფული მდგომარეობაა კაფე-ბარები რუსულ ენაზე იხსნება. სარეკლამო ფლაერებზეც არ არის ქართული ენა დატანილი. ფაქტობრივად, ეკონომიური ოკუპაცია მიმდინარეობს”, - განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ საკრებულოს წევრს ბათუმის მერია საჯარო ინფორმაციას არ აწვდის.

რეზო ხარაზის თქმით, ქალაქში არსებულ ქაოსურ მშენებლობებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე შეკითხვები აქვთ. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს განიხილავენ.

"ბათუმის მერმა ვინმე ბექაია შპს “წყალკანალის” დირექტორის მოადგილედ, საიდან დანიშნა და რატომ დანიშნა მისი ძმაკაცი? არჩილ ჩიქოვანმა 203 000 ათასი ლარი რატომ გადაიხადა ავტომობილებში, სანდასუფთავების ფულით რატომ იყიდა ავტომობილები? ვითხოვთ ინფორმაციას, რადგან კატასტროფული მდგომარეობაა ტურიზმის მიმართულებით.

ვხედავთ დამოკიდებულებას საკრებულოს წევრების მხრიდან. ბათუმის მერია სუს-ის შენობა გახდა”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის