შალვა პაპუაშვილი - შეიძლება არსებობდეს ზრახვები, საქართველო გამოიყენოს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება აჩვენებს თავის სიძლიერეს - რაც შეეხება ფაქტებს, დოკუმენტებს ან ეჭვებს, არც ერთი არ არსებობს

საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომელიც შესაძლოა, ვინმემ იფიქროს და გამოიყენოს იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუაროს, გარკვეულწილად ასეთი ზრახვები შეიძლება არსებობდეს. ამიტომაც, არის განსაკუთრებით დასაფასებელი, რომ საქართველოში არც ერთი ფაქტი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის, აშშ-სა და ბრიტანეთის მხრიდან სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტი ემსახურება კონტაქტების დამყარებას საქართველოს შესაბამის უწყებებთან.

„სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყოველთვის და რაც დასტურდება უკვე წელიწადზე მეტია, რაც სანქციებია დაწესებული, რომ არც ერთი ფაქტი არ არსებობს გვერდის ავლისა და ზუსტად ეს დადასტურდება ამ ვიზიტის დროსაც. ამ ვიზიტის მნიშვნელობა და დანიშნულება არის თავად იმ ადამიანებს, ვინც კოორდინირებას უწევენ სანქციების საკითხს, იქნება ეს ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა თუ ამერიკაში, ჰქონდეთ უშუალო კავშირი, კონტაქტი შესაბამის უწყებებთან საქართველოში და კიდევ ერთხელ, ეს ვიზიტი არის მხარდაჭერის. იმას, რომ ჩვენ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას არავის ვაძლევთ, თავისი ტექნიკური და ცოდნის კომპონენტი აქვს, რომელშიც გვეხმარება როგორც ევროკავშირი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები. თავისთავად, საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომელიც შესაძლოა, ვინმემ იფიქროს და გამოიყენოს იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუაროს, გარკვეულწილად ასეთი ზრახვები შეიძლება არსებობდეს. ამიტომაც არის განსაკუთრებით დასაფასებელი, რომ საქართველოში არც ერთი ფაქტი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ აჩვენებს თავის სიძლიერეს, რაც შეეხება ფაქტებს, ან დოკუმენტებს, ან ეჭვებს, არ არსებობს არც ერთი. არსებობს მხოლოდ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელსაც იყენებს ოპოზიცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ კონტექსტშიც ოპოზიციის ერთადერთი მიზანია საქართველოს ხელისუფლებას რამენაირად ზიანი მიაყენონ და ამისთვის ყველანაირ საშუალებას, მათ შორის ჰიბრიდული ომის ტაქტიკებსაც იყენებს.

„პრობლემა ეს არის ჩვენს ოპოზიციაში. მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველანაირი პრობლემა: „დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, რამენაირად დაგვჩაგრეთ“, - ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ ამით იქნებ რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო