ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციონერ კოლეგას - გველო შენ, გაგიტეხავ თავს, უზრდელი ხარ და იტყუები

ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ოპოზიციის კითხვებს მოჰყვა, რომლებიც ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ.

„ქართული ოცნების” წევრმა მინდია გოგუაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„გველო შენ, გაგიტეხავ თავს, უზრდელი ხარ და იტყუები“, - ასე მიმართა მინდია გოგუაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს რეზო ხარაზს.

მხარეების დაპირისპირება კოლეგების ჩარევის შედეგად განიმუხტა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ კოლეგებს სიტყვით მიმართა და განუმარტა, რომ ქალაქში თუ ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ფოტომასალა შესაბამის სამსახურებს მიაწოდონ.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, რუსული წარწერების არსებობა არავის სიამოვნებს.

„ვინმეს თუ სიამოვნებს ეს რუსული წარწერები ძალიან ცდებით. სადაც ხედავთ მსგავს ფაქტს, მოგვაწოდეთ, შესაბამის სამსახურებს გადაეცით. მე მოსახლეობაში დავდივარ, გვითხარით სად არის ორმოები”, - განმარტა რამაზ ჯინჭარაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს