იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 165 მილიონ ევრომდე თანხა დაიხარჯება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე „გერმანიის განვითარების ბანკის“ (KFW), „საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისა“ (Fichtner Water & Transportation GmbH) და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის (ვანი, ბაღდათი, სამტრედია) წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

„იმერეთის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, სამტრედიაში, ვანსა და ბაღდათში განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და იგეგმება სამუშაოების შესყიდვის ტენდერის გამოცხადება.

„კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმის განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ღირებულება სამივე მუნიციპალიტეტში დაახლოებით 165 მილიონ ევროს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში განხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მოეწყობა წყალარინების ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, იმერეთის სამივე ქალაქი გარკვეულწილად უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხიანი წყალმომარაგებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ეკოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ბაღდათის მერი კახა ენუქიძე და სამტრედიის მერი დავით ბახტაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის