ბორის სოკოლოვი - გარანტია იმისა, რომ რომელიღაც ბრიგადის გენერალი არ მოისურვებს პრიგოჟინის ვოიაჟის გამეორებას, არავის აქვს

პრიგოჟინის ბუნტის დასრულების შემდეგ პრეზიდენტ პუტინის მიერ პუტჩამდე და პუტჩის შემდეგ გაკეთებული განცხადებების განსხვავებების მიზეზებზე, ასევე იმაზე, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში, „ინტერპრესნიუსი“ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, პრიგოჟინის ბუნტის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მადლობა გადაუხადა „ვაგნერის“ ჯარისკაცებს, რომ უარი თქვეს ძმათამკვლელ ომში მონაწილეობაზე.

გარდა ამისა, პუტინმა მათ უთხრა, რომ შეუძლიათ გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, დაბრუნდნენ სახლებში და არ წავიდნენ ბელორუსში. პუტინმა გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებს მადლობები კი უხადა, მაგრამ გაუგებარია რისთვის.

თქვენ როგორ შეაფასებდით ბოლო დღეებში რუსეთში განვითარებული პროცესებს? როგორ აღიქვით პრიგოჟინის ბუნტის შემდეგ პრეზიდენტ პუტინის გაკეთებული განცხადებები?

- პრიგოჟინის ბუნტი იყო გადატრიალების მცდელობა. პრიგოჟინს გათვლა იმაზე ჰქონდა გაკეთებული, როგორც თავის დროზე ნაპოლეონს, როცა იგი ელბაზე გადავიდა. მას იმედი ჰქონდა, რომ სამხედროები მასიურად გადავიდოდნენ მის მხარეს და მას შეუერთდებოდნენ და შედეგად მიზანს თოფის გასროლის გარეშე მიაღწევდა. როგორც ჩანს, პრიგოჟინს, როგორც თავის დროზე ნაპოლეონს, ჰქონდა იმის იმედი, რომ სამხედროები მის მხარეზე მასიურად გადავიდოდნენ, მაგრამ, ჯარისკაცების მხრიდან პრიგოჟინის მხარეს გადასვლა არ მომხდარა.

პრიგოჟინის ბუნტი იყო გადატრიალების მცდელობა... როგორც ჩანს, პრიგოჟინს, როგორც თავის დროზე ნაპოლეონს, ჰქონდა იმის იმედი, რომ სამხედროები მის მხარეზე მასიურად გადავიდოდნენ, მაგრამ, ჯარისკაცების მხრიდან პრიგოჟინის მხარეს გადასვლა არ მომხდარა

როცა პრიგოჟინი მოსკოვს მიუახლოვდა, სადაც მას უნდა დაპირისპირებოდნენ პუტინის ერთგული, როგორც ამბობენ 45 ბრიგადის სპეცრაზმი, „ვაგნერელები“, რომელთა შემადგენლობაში ძირითადად კადრის ოფიცრები მონაწილეობდნენ, არ მოისურვეს ესროლათ სპეცრაზმისთვის, რადგან ბევრი მათგანი თავად იყო ამ სპეცდანიშნულების რაზმიდან. ამის ბუნტი დასრულდა. გადატრიალების მარცხით დასრულების შემდეგ ლუკაშენკოს მონაწილეობით შედგა მოლაპარაკებები, რომელიც პრიგოჟინისთვის „საპატიო კაპიტულაციით“ დასრულდა.

გადატრიალების მარცხით დასრულების შემდეგ ლუკაშენკოს მონაწილეობით შედგა მოლაპარაკებები, რომელიც პრიგოჟინისთვის „საპატიო კაპიტულაციით“ დასრულდა

- ბრძანეთ, მომხდარი “გადატრიალების მცდელობა“ იყოო. გასაგებია რომ მთავარი გადამტრიალებელი პრიგოჟინია, მაგრამ, სავარაუდოდ, ვინაა ის ხალხი, ვინც მონაწილეობას იღებდა გადატრიალების ორგანიზებაში?

- არ ვიცი. ამბობდნენ, რომ პრიგოჟინს კავშირი ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილე კირიენკოსთან. არაა გამორიცხული ასეც იყოს, მაგრამ ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა კირიენკო შეთქმულებაში, წარმოდგენა არ მაქვს.

100 %-ით იმის თქმა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე კირიენკო პრიგოჟინის მოკავშირე იყოს შეუძლებელია, თუმცა, ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ.

100 %-ით იმის თქმა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე კირიენკო პრიგოჟინის მოკავშირე იყოს შეუძლებელია, თუმცა, ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ

- ვაგნერელების“ საკმაოდ დიდი ნაწილი რუსული სამხედრო დაზვერვიდან არიან...

- „ვაგნერელები“ სხვადასხვა სტრუქტურებიდან არიან, ვიცე-პოლკოვნიკი უტკინი კი ნამდვილად სამხედრო დაზვერვიდანაა, მაგრამ, თავად პრიგოჟინის სამხედრო დაზვერვასთან არანაირად არ იყო დაკავშირებული. თუმცა, „ვაგნერელების“ სვლას მოსკოვისკენ პირადად უტკინი ხელმძღვანელობდა.

- ახლა ჩანს, რომ თითქოს ყველაფერი დასრულებულია, მაგრამ, სავარაუდოდ, მომხდარს რა გაგრძლება შეიძლება ჰქონდეს?

- ყველაფერი დასრულდება „ვაგნერელების“ ფაქტობრივი დაშლით. ამიერიდან რაც იქნება „ვაგნერელების“ სახით, ისეთი ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება აღარ იქნება.

როგორც ჩანს, „ვაგნერელების“ ბირთვის ძირითადი ნაწილი მაინც ბელორუსში წავა, ან უკვეა წასული.

- არშემდგარი გადატრიალების შემდეგ ყველაზე აქტუალურია რა ბედი ეწევა პრეზიდენტ პუტინს. გადატრიალების შემდეგ პუტინის განცხადებები ბევრმა ფაროსის პუტჩის შემდეგ გორბაჩოვის გამოსვლას შეადარა. რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამგვარი შედარება?

- ასეთი პარალელი დამაჯერებლად არანაირად არ გამოიყურება, რადგან ფაროსის შემდეგ გორბაჩოვს რეალურად აღარ ჰქონდა ძალაუფლება, ძალაუფლება ელცინსა და სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების პირველ პირებს ჰქონდათ. ახლა ძალაუფლება ისევ პუტინის ხელშია.

- ფაქტია, პუტინი ახლა ძალაუფლება შერყეულს უფრო ჰგავს, რადგან გადატრიალების მცდელობის შემდეგ მას რეპუტაციული დანაკარგები აშკარად აქვს.

ბევრის აზრით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ასეა?

- მიჭირს იმის თქმა, რამდენად დიდხანს შეიძლება ისე გაგრძელდეს როგორც ახლაა. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე.

- მანამდე, რაც არ უნდა მომხდარიყო ამის მსგავსი, ან რუსეთში, ან სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში კრემლი დიდი სიამოვნებით ყველაფერში დასავლეთს აადანაშაულებდა.

გვახსოვს გამონათქვამებიც - „ყველაფერი ბიძია სემის ბრალია,“, ან „ყველაფერში ვაშინგტონის ობკომია დამნაშავე“. ამჯერად, კრემლი მომხდარში დასავლეთს რატომ ვერ ადანაშაულებს?

- მომხდარში დასავლეთის დადანაშაულების გარკვეული მცდელობა პუტინის გამოსვლაშიც იყო, მაგრამ ისინი დამაჯერებელი არ ჩანს, რადგან ძნელი წარმოსადგენია დასავლეთს ისეთ პიროვნებაზე დაედო ფსონი, როგორც პრიგოჟინია. პრიგოჟინი სანქცირებულთა სიაშია და მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ძნელი წარმოსადგენია დასავლეთს ისეთ პიროვნებაზე დაედო ფსონი, როგორც პრიგოჟინია. პრიგოჟინი სანქცირებულთა სიაშია და მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

გარდა ამისა, პრიგოჟინი მომხრეა უკრაინაში რუსეთის ომის ბოლომდე, გამარჯვებამდე წარმოების. ამიტომ, ვამბობ, არავინ დაიჯერებს, რომ დასავლეთს ფსონი პრიგოჟინზე ჰქონდა დადებული.

- გადატრიალების მცდელობა გამოწვეული იყო იმით, რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე წარმატებას ვერ აღწევს.

შეიძლება ითქვას, რომ გადატრიალების მცდელობა სწორედ ამას უკავშირდება?

- ფაქტი ისაა, რომ პრიგოჟინმა თავისი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა. გადაჭარბებული შეხედულება ჰქონდა თავის პოპულარობაზე უპირველესად რეგულარულ არმიაში და შემდეგ საზოგადოებაში.

არ გამართლდა პრიგოჟინის მოლოდინი, რომ სამხედროები მას ბრძოლაში გაჰყვებოდნენ. რეგულარული ჯარის ნაწილები მას არ შეუერთდნენ. სწორედ ამან განსაზღვრა გადატრიალების მცდელობის ბედი. პრიგოჟინს რომ არმიის ნაწილები შეერთებოდნენ, მაშინ სიტუაცია ძალიან სახიფათო იქნებოდა.

არ გამართლდა პრიგოჟინის მოლოდინი, რომ სამხედროები მას ბრძოლაში გაჰყვებოდნენ. რეგულარული ჯარის ნაწილები მას არ შეუერთდნენ. სწორედ ამან განსაზღვრა გადატრიალების მცდელობის ბედი. პრიგოჟინს რომ არმიის ნაწილები შეერთებოდნენ, მაშინ სიტუაცია ძალიან სახიფათო იქნებოდა

- საზოგადოებამ როგორ აღიქვა მომხდარი? ვნახეთ, რომ მას ბევრი გულშემატკივრობდა, ბევრი გზადა გზა სელფებსაც იღებდა...

- სამწუხაროდ, ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან სწორედ ამ დღეებში არ ვიყავი რუსეთში, ამიტომ არ მქონია შესაძლებლობა კრიტიკულ მომენტებში დავკვირვებოდი საზოგადოების რეაქციებს.

- თქვენი დაკვირვებით, მომხდარი, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს საზოგადოების განწყობებზე?

- მომხარი გამოიწვევს პუტინის ავტორიტეტის დასუსტებას. თეორიულად არაა გამორიცხული, რომ მომხდარის გამო მოხდეს რუსულ ჯარში გარკვეული, შესაძლოა არც ისე დიდი, მაგრამ მაინც დემორალიზაცია.

როგორ უკვე ვთქვი, „ვაგნერი“ იმ სახით, რაც აქამდე იყო, აღარ იარსებებს. ძირითად ნაწილს სხვა კერძო კომპანიებში გადაანაწილებენ.

მომხარი გამოიწვევს პუტინის ავტორიტეტის დასუსტებას. თეორიულად არაა გამორიცხული, რომ მომხდარის გამო მოხდეს რუსულ ჯარში გარკვეული, შესაძლოა არც ისე დიდი, მაგრამ მაინც დემორალიზაცია

- ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ “ვაგნერელები“ პრიგოჟინის მსგავსად ბელორუსში წავლენ და იქიდან შეეცდებიან კიევზე იერიშის მიტანას.

რამდენად საფუძვლიანია ამგვარი ვარაუდები?

- იმის ალბათობა, რომ „ვაგნერელები“ ბელორუსიდან შეეცდებიან კიევზე იერიშის მიტანას, ნულის ტოლია. გარდა ამისა, „ვაგნერი“ იმ სახით, აქამდე რაც იყო, ბელორუსში არავის სჭირდება და არც არავინ აიტანს.

სხვათა შორის, ბელორუსის საზღვრიდან მოსკოვამდე იმაზე ნაკლები მანძილია, ვიდრე როსტოვიდან მოსკოვამდე.

იმის ალბათობა, რომ „ვაგნერელები“ ბელორუსიდან შეეცდებიან კიევზე იერიშის მიტანას, ნულის ტოლია

ამიტომ ვფიქრობ, რომ პრიგოჟინის მეთაურობით „ვაგნერის“ არსებობას არავინ აიტანს. არც ლუკაშენკოს არ მოინდომებს მის ტერიტორიაზე ისეთი დაჯგუფების ყოფნას, რომელიც მას არა ექვემდებარება.

- რუსეთის ისტორიის შესანიშნავი სპეციალისტი ბრძანდებით, ამიტომ გკითხავთ - ის, რაც მოხდა ბოლო დღეებში რუსეთში, რუსეთის ისტორიაში რას შეადარებდით?

- ამ თემაზე იყო ბანალური შედარებები. პრიგოჟინის ვოიაჟს ადარებდნენ რომისკენ მუსოლინის სვლას. რუსეთის ისტორიიდან ადარებდნენ პეტროგრადზე გენერალს კორნიკოვის სვლას, ასევე ნაპოლეონის ელბის გადალახვას. თუ შედეგით ვიმსჯელებთ, პრიგოჟინის გადატრიალების მცდელობა ყველაზე მეტად პეტროგრატზე გენერალ კორნილოვის შეტევას ჰგავს.

პრიგოჟინის გადატრიალების მცდელობა ყველაზე მეტად პეტროგრადზე გენერალ კორნილოვის შეტევას ჰგავს

- მომხდარის ფონზე უკრაინაში რუსეთის ომის პერსეპექტივა როგორ ჩანს?

- ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება უკრაინის კონტრშეტევა. თუ იგი შედეგიანი აღმოჩნდა, ომის პერსპექტივები სხვაგვარი იქნება. თუ უკრაინის კონტრშეტევა მნიშვნელოვანი წარმატებით არ დასრულდა, ასეთ შემთხვევაში სხვა პერსპექტივები იქნება.

- უკრაინის კონტრშეტევაზეა დამოკიდებული პუტინის ძალაუფლების პერსპექტივა?

- თუ უკრაინული კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდა და რუსეთმა სერიოზული მარცხი იწვნია, მაშინ, მომხდარი, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს პუტინის ძალაუფლებაზე.

- მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, ისეთი პირი უჩანს, აღარავის ექნება იმის შესაძლებლობა რომ რუსეთში იდევ ერთი გადატრიალების მცდელობა მოაწყოს..

- პრიგოჟინის ვოიაჟმა აჩვენა, რომ მოსკოვი საკმაოდ დაუცველია. უკრაინასთან ომის პირობებში მოსკოვისა და კრემლის დაცვის შესაძლებლობები არც ისე დიდია. გარანტია იმისა, რომ რომელიღაც ბრიგადის გენერალი არ მოისურვებს პრიგოჟინის ვოიაჟის გამეორებას, არავის აქვს. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, მიემხრობა თუ არა მას რუსული არმია. ერთი ბრიგადით ძალაუფლებას ხელში ვერც ჩაიგდებ და ვერც შეინარჩუნებ. ამისთვის კი არმიისა და საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო.

არავინ იცის კრიტიკულ ვითარებაში სხვა გენერლები როგორ მოიქცევიან. ამიტომაცაა, რომ შოიგუც და გერასიმოვი თავის პოსტებს პუტინისადმი ლოიალობის გამო ინარჩუნებენ

- თუ ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს გავითვალისწინებთ, შოიგუ მინისტრის პოსტს მყარად იმის გამო ინარჩუნებს, რომ არმიას ასეა თუ ისე, მართავს...

- შოიგუ იმის გამო ინარჩუნებს თანამდებობას, რომ პუტინს მისი ადეკვატური შემცვლელი არ ჰყავს. ეს გერასიმოვსაც ეხება. გენერლები რუსეთში ბევრია, მაგრამ კომპეტენციით ერთმანეთისგან ბევრად არ განსხვავდებიან.

რაც შეეხება პუტინისადმი ლოიალობას, არავინ იცის კრიტიკულ ვითარებაში სხვა გენერლები როგორ მოიქცევიან. ამიტომაცაა, რომ შოიგუც და გერასიმოვი თავის პოსტებს პუტინისადმი ლოიალობის გამო ინარჩუნებენ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა