რევაზ სოხაძე - ოპოზიცია აგრძელებს სპეკულაციებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას - დიდი დიღომში გავაკეთებთ ისეთ პროექტს, რომელიც ქალაქისთვის მისაღები იქნება

მივიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც როგორც დიდი დიღმის მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქისთვის მისაღები იქნება, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე ოპოზიციის მიერ დღეს გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოს საკრებულო პეტრე იბერის ქუჩაზე 500,000 კვ.მ სამშენებლო მოცულობის პროექტის დამტკიცებას გეგმავს.

სოხაძის თქმით, ოპოზიცია, ტრადიციულად, აგრძელებს სპეკულაციებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, პროექტზე საუბარი არ არის.

„ეს არის გეგმარებითი დავალება, სადაც მერია და საკრებულო გასცემს დავალებას, თუ როგორი განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა წარმოადგინოს დამკვეთმა. შესაბამისად, ჩვენ გავცემთ ისეთ რეკომენდაციებს და მივიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც გარწმუნებთ, ამ ქალაქს მხოლოდ სიკეთეს შემატებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი კოლეგები აგრძელებენ სპეკულაციებს. მათ ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოში შემოდის ერთი და იგივე ტექსტი აქვთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ცნობით, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საკრებულო ჯერ გეგმარებით დავალებას მიიღებს, რის შემდეგაც, დამკვეთმა პროექტი უნდა წარადგინოს.

„შესაბამისად, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ფოტომასალის ჩვენება არ არის რელევანტური. ვწუხვარ, რომ ისინი მხოლოდ ასეთი ზედაპირული შეფასებებით შემოიფარგლებიან“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება