ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ მიერ ცესკოს ინსტიტუციონალური გადაფორმება უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს, ეს შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აისახოს

„ქართული ოცნების“ მიერ ცესკოს ინსტიტუციონალური გადაფორმება ნიშნავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, ეს შეიძლება აისახოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციასთან წინააღმდეგობაშია.

„12 პუნქტიდან ერთი რეკომენდაცია გულისხმობდა, რომ საქართველოში ყოფილიყო სამართლიანი საარჩევნო გარემო, ეს გულისხმობდა დამოუკიდებელ ცესკოს, საარჩევნო კოდექსის გამართვას და პოლიტიკურ ნებას, გამოხატულს "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ მზად არიან ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას გამოხატავს. ამ კონტექსტში პრეზიდენტისთვის უფლების ჩამორთმევა და "ქართული ოცნების" მიერ ცესკოს ინსტიტუციონალური გადაფორმება ნიშნავს უკან გადადგმულ ნაბიჯს 12-დან ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება აისახოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე”, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი