რიმა ბერაძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკას - პერმანენტულად იზრდება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების როგორც მატერიალური, ისე დასაქმების ხელშეწყობის დინამიკა

სოციალურად დაუცველი ბავშვების ფინანსური დახმარება, რომელიც 2015 წლიდან დაინერგა, 1 ივლისიდან 200 ლარამდე იზრდება. დახმარებას მიიღებენ ის მოზარდები, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. ასეთი ბავშვების რაოდენობა 233 000 -ია. ამ დახმარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკას და სწორედ ამიტომ, პერმანენტულად იზრდება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების როგორც მატერიალური, ისე დასაქმების ხელშეწყობის დინამიკა.

„მთლიანი ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შევუწყოთ ოჯახებში ბავშვების კეთილდღეობას და გაიზარდოს დემოგრაფიული მაჩვენებელი. ჯანდაცვის სამინისტრო, განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მუშაობს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2019 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანას ყოველ 1000 ახალშობილზე, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გასულ კვირას გაცხადებულ მთავრობის ახალ ინიციატივას ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ამოქმედების შესახებ, რომლის შედეგად სახელმწიფო ტრანსპლანტაციის საფასურს - 120 000 ლარს სრულად დაფარავს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„მოგეხსენებათ, ეს ოპერაცია კოლოსალური თანხა ჯდება და ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მასზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო. პროგრამის პირველი ეტაპის დანერგვის პერიოდში, ყოველწლიურად საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის 30-მდე ოპერაცია ტარდებოდა. ახალი პროგრამა კი, ამ დაავადების მქონე ყველა ადამიანს სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მისცემს. ეს გადაწყვეტილება დიდი შვებაა ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო